ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხობში საბავშვო ბაღის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ხობის პოლიციის თანამშრომლებმა N2 საბავშვო ბაღის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი ავრცელებს

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე დაკავებული, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ასევე ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი. ფ.-მ ხობის N2 საჯარო ბაღიდან ორი პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....