ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, “თბილისი პრაიდისგან” თავი შორის დაიჭირონ

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, “თბილისი პრაიდისგან” თავი შორის დაიჭირონ.

საელჩოს განცხადებით, კონტრდემონსტრანტებისგან მოსალოდნელია საფრთხე.

“18-23 ივნისს “თბილისი პრაიდის” კვირეულია, რაც სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ნიდერლანდების საელჩო მოუწოდებს ჰოლანდიელ ტურისტებს, პრაიდისგან თავი შორს დაიჭირონ, რადგან კონტრდემონსტრანტებისგან მოსალოდნელი ძალადობის თავიდან ასარიდებლად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერ იძლევა უსაფრთხოების დაცვის გარანტიას, მაგრამ დემონსტრანტებს დაცვას დაჰპირდა”. – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.