აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერად ნინო გორჯელაძე დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” დაუდასტურეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.
გორჯელაძე ამ თანამდებობაზე სამი თვის ვადით დანიშნეს.
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი აჭარის მთავრობას ამ დრომდე არ ჰყოლია.
ნინო გორჯელაძე ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობდა.