ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, “ამერიკის ხმის” კითხვაზე 17 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით. აშშ-ის საგარეო უწყება, ამასთან, მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ ის თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა მოქალაქე დაიცვას სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

შეგახსენებთ, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე  კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ.

ლევან ვასაძემ 16 ივნისს ვერის ბაღში მხარდამჭერები შეკრიბა. მისი თქმით, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან, რომლებიც “გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ.”

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეულია. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” უწევს.

 

იტვირთბა....