ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

CNN TURK- ის ინფორმაციით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც. სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით კი, დაღუპულია ორი ადამიანია, ერთი რუსეთის, ერთი კი – საქართველოსი. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. დაპირისპირების მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ინტერპრესნიუსი“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოკვლევა.

იტვირთბა....