“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, მეუფე პეტრეს მიერ საპატრიარქოს შესახებ გამოთქმულ მწვავე განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვა სავრცელებს:
“ნაცვლად იმისა, რომ ამ ურთულეს ვითარებაში ყველა სიტყვა იყოს აწონილი და გააზრებული, ე.წ. მეუფე პეტრე- ცრუ პეტრე ეკლესიაში
თითქოსდა დაბუდებულ სოდომის ცოდვაზე საუბრობს. ეს მტრული, მზაკვრული განცხადება გამიზნულია ეკლესიის გახლეჩისა და დისკრედიტაციისათვის, რა ამოცანის შესრულებასაც ცრუ პეტრე წლებია საგულდაგულოდ და მიზანმიმართულად ემსახურება!
კვლავ ვამბობ: ამ საყოველთაო ვნებათაღელვის ფონზე, ვითომ ეკლესიის წიაღში დაბუდებული “ცოდვის” შესახებ საჯარო განცხადება, რაც რეალურად დიდი ტყუილი და ცილისწამებაა, მიმაჩნია ცრუ პეტრეს მორიგ მტრობად ეკლესიისა და პატრიარქისადმი!” – წერს ინაშვილი
შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ, ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება, უპირველესად, სწორედ საპატრიარქოშია აუცილებელი.
“წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის ლიდერის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდების, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც არ არის დაგვიანებული.
ადამიანები, საერონი თუ სასულიერო, რომლებიც გამოდიან, თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობას, მამათმავლობის პროპაგანას, უღმერთობას, ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კონფორმისტები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი სანდოობა ჩემთვის პირადად არ არის მაღალი ხარისხის” – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.