გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 32 წლის ორსულ ქალზე, სავარაუდოდ, მამამ ფიზიკურად იძალადა. ინფორმაციას ამის შეახებ “აიპრესი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქალს მეუღლე ჰყავს, თუმცა შვილს სხვა მამკაცისგან ელოდებოდა, ამბის გაგების შემდეგ კი მამამ შვილი სცემა, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას ნაყოფი მოსცილდა.
ქალი გურჯაანში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა.
როგორც შინაგან სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ასევე უწყების ინფორმაციით, მამის მიმართ გამოცემულია შემაკავებული ორდერი.