ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, განცხადებით, ქუჩებში პატრულირება უქმდება.
ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა და თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„დღეს შსს-მ გამოაცხადა, რომ არ დაიცავს ე.წ. პრაიდის აქციას და აუკრძალა ორგანიზატორებს მისი ჩატარება. მინდა, მოვუწონო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს ეს ბრძნული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამისთვის და ვუთხრა – ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ჯერ არ გამოუცხადებიათ, რომ არ ჩაიდენენ ამ უმსგავსობას. ამიტომ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯს, როგორც კეთილი ნების ჟესტს, რათა პატივი ვცემთ ამ უწყებას და გავაუქმებთ პატრულირებას ქუჩებისა, რომელიც უნდა დაწესებულიყო. არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს. პატრულირებას ვაუქმებთ, მაგრამ მზად ვართ, ერთი ტელეფონის ღილაკის დაჭერით გავჩნდეთ იქ, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.