საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.
მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველანაირად ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდგომი ეტაპის ნაწილია“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.