“შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო განხილვის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში”
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან საუბრისას;
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეების მიწვევით შეხვედრაზე იმყოფებოდა სხალხო დამცველი. შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.