მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ბატონო ლევან, თქვენ სახარებას გვერდი აუარეთ და ჰუმანიზმს უღალატეთ…”: პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს

“ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა… ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია… ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა… თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა… თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ… ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ… ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!..”

მამა პეტრე კოლხი

სოციალური ქსელი

იტვირთბა....