მთავარი სოციალური ქსელი

ძალიან ცხადად და თვალნათლივ, ყვითელი ავტობუსი იქცა ამ მთავრობის სიმბოლოდ – მიხეილ ბენიძე

“ძალიან ცხადად და თვალნათლივ, ყვითელი ავტობუსი იქცა ამ მთავრობის სიმბოლოდ – თითქოს არც მთლად საბჭოთა ყვითელი “პაზიკი”, მაგრამ მაინც მოძველებული, მორყეული, მხრჩოლავი და მოჩაქჩაქე – წესით, რომ ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, მაგრამ რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ ხრიგინებს.

უკვე მერამდენედ, სახელმწიფოს სტრატეგია არის გაქცევა, გაპარება ნაცვლად იმისა, რომ აგრესორს წინ აღუდგეს და საკადრისი პასუხი გასცეს. “ხომ ხედავთ, ყველაფერზე ღიზიანდებიან” – ყოფილა პოლიციელის პასუხი ჟურნალისტისადმი, რომელსაც თავს დაესხნენ გუშინ. “მოდით არ გავაღიზიანოთ” – ეს არის სახელმწიფოს მიდგომა რუსეთისადმიც და რუსული ინტერესების გამტარებელი და მათ მიერ წახალისებული ძალებისადმი ქვეყნის შიგნითაც.

ასეთი დათმობებით, გარიდებით, პრობლემებისგან გაქცევით და მათი არაღიარებით, შეუძლებელია პროგრესი და მოდერნიზაცია. მკაფიო, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხედვის გარეშე, დავრჩებით მუდმივად მოჩაქჩაქე ყვითელ ავტობუსად”

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....