ახალი ამბები მედია მთავარი

“ჟურნალისტთა ასოციაცია” შსს-ს მიმართავს და წერილს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში” გზავნის

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, რომელიც საქართველოში წარმოადგენს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას” (www.ifj.org) მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” მოუწოდებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ადგილზე ჟურნალისტების უსაფრთხოება და აღკვეთოს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი, მათ შორის ძალადობის ფაქტები.

ჟურნალისტებს აქვთ უფლება შეასრულონ თავიანთი სამუშაო იქ, სადაც ირღვევა ადამიანების უფლებები და უზრუნველყონ მათი უპირველესი უფლება – მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ნებისმიერ მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით.

ნებისმიერი ქმედება განხორციელებული მასმედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ აღქმული იქნება როგორც ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლა და თითოეული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ინფორმაცია გადაგზავილი იქნება “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში”, რაც მომავალში აუცილებლად გახდება საერთაშორისო ინსტიტუტებში განხილვის საგანი.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტთა უსაფრთხოება, რათა მასმედიას მიეცეს მათი საქმიანობის განხორციელების საშუალება.

(ამ განცხადების ასლი, ისევე როგორც ნებისმიერი მომახდარი ფაქტები მიმართული ჟურნალისტების მიმართ, გადაგზავნილი იქნება “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში”).

იტვირთბა....