ახალი ამბები მთავარი სამართალი

მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებები გრძელდება.

პოლიციამ ტერიტორიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, მათ შორის  – ერთი სასულიერი პირი. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

კანცელარიასთან რამდენიმე პოლიტიკოსი და ლგბტ თემის მხარდამჭერი რჩება, იქვე არიან კონტრაქციის მონაწილეებიც. დაკავებული პირები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონის გარღვევას და „თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებთან მისვლას, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 22 პირია დაკავებული.

იტვირთბა....