ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამჟამად ვიშლებით, პოლიცია კორიდორს გააკეთებს – “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორის გიორგი თაბაგარის განცხადებით, მათ  მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ამჟამად ვიშლებით, პოლიციასთან გვქონდა მოლაპარაკებები და გავალთ ტერიტორიიდან, პოლიცია კორიდორს გააკეთებს. საჯარო სივრცეების დათმობას არ ვაპირებთ, ეს არ არის უკან დახევა. ვბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებასთან, სერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა ყვითელი ავტობუსებით გადაადგილებაზე უარი განაცხადეს.

ფოტო: “1ტვ”

იტვირთბა....