საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
ამ დროისთვის დაკავებულია კონტრაქციის ცხრა მონაწილე.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ჯგუფები შეიყვანეს.
ფოტო: “პირველი არხი”