“ევროპილი საქართველოს” განცხადებით, დღეს, მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.
პარტიის შეფასებით, მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.
“”ქართული ოცნების” მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას.
დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.
მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.
სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა როცა მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.
ევროპული საქართველო მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა”, – ნათქვამია “ევროპული საქართველოს” განცხადებაში.
მთავრობის კანცელარიასთან დღეს დაგეგმილი იყო ლგბტ აქტივისტების აქცია, თუმცა მანამდე ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია და კონტრაქცია მინდინარეობს, მათ შორის კი პოლიციის კორდონია მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ პოლიციას ადგილიდან ჰყავდა გაყვანილი ლგბტ პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელიც უკვე აქციაზე იმყოფება.
სულ პოლიციამ კონტრაქციის 8 მონაწილე დააკავა.