მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

საპატრიარქოს განცხადება, ფაქტობრივად, საომარი ყიჟინაა და ეს უკიდურესად ცუდია – გვარამია

“საპატრიარქო რომ გეი პრაიდს გმობდეს და ჰომოსექსუალობას ცოდვად აცხადებდეს, ამაში გასაკვირი არაფერია და სრულიად ბუნებრივია. მაგრამ დღევანდელი მათი განცხადება რომ ამას გასცდა და ფაქტობრივად, საომარი ყიჟინაა, ეს არის უკიდურესად ცუდიც და საშიშიც. ასევე სრულიად შეუსაბამო ეკლესიისთვის, რომელიც ძალადობას მკაფიოდ უნდა ემიჯნებოდეს, და არა მოუწოდებდეს”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს.

იტვირთბა....