aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა – არის მსხვერპლი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთში იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანა გადავარდა, სამაშველო ჯგუფები უკვე გასულია. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რამდენი ადამიანი და რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ავტომობილში. მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილური კავშირი არ არსებობს და დამატებითი დეტალები მათთვის უცნობია.

Business Media Georgia – ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი დაზიანებებით სასწრაფომ გადაიყვანა.

ინციდენტი თუშეთის გზაზე ე.წ აბანოს ხიდთან მე -18 კილომეტრზე მოხდა, ავტომობილი, რომლითაც ორი მამაკაცი მგზავრობდა, ხრამში გადაიჩეხა.

მიშა ხაჩიძე
მიშა ხაჩიძე
მიშა ხაჩიძე

 

წყარო: Business Media Georgia

იტვირთბა....