ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპატრიარქომ განცხადება იმიტომ გაავრცელა, რომ ძალადობას შეუშალოს ხელი” – მამა პეტრე

საპატრიარქომ, ბუნებრივია, თავისი მრევლის პოზიცია უნდა დაიცვას და დაიცვას ის, რომ ეკლესიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ტიპის პარადები, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას მამა პეტრე კვარაცხელიამ.

შეკითხვაზე, არის თუ არა მათი განცხადება ეკლესიის მხრიდან სახელმწიფოში ძალადობის წახალისება, დეკანოზმა გვიპასუხა, რომ ვითარება პირიქით არის:

“ძალადობას კი არ გამოიწვევს, პირიქით, განცხადება გავრცელდა იმიტომ, რომ ხელი შეუშალოს მას, მსგავსი ტიპის ღონისძებების ჩატარება საქართველოში აუცილებლად წარმოშობდა ძალადობას, ვინაიდან ქვეყანაში არსებობს მტრულად განწყობილი, მარგინალური დაჯგუფებები და ისინი იტყოდნენ, თუკი ამ ადამიანების თავისუფალი ნება უნდა იყოს დაცული, მაშინ ჩვენც გვაქვს იგივე თავისუფალი ნება და ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა”

დეკანოზმა ასევე დასძინა, რომ თბილისის პრაიდი მორწმუნე მრევლის ინტერესებს არღვევს და საპატრიარქო ვალდებულია, დაიცვას მათი უფლებები.

“ეს არის უფლებების დარღვევა მორწმუნე მრევლის, როდესაც მორწმუნე მრევლი მიდის საპატრიარქოში და სთხოვს მას, რომ საპატრიარქომ მოუწოდოს სახელმწიფოს პარადების არჩატარებისკენ, საპატრიარქო ვალდებულია, დაიცვას მათი ინტერესები, მით უმეტეს, როდესაც საპატრიარქო ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ემსახურება ეკლესიას. ეკლესია ვერ დაუკრავს ტაშს და მწვანეს ვერ აუნთებს იმას, რაც ეწინააღმდეგება მის წესებსა და დოგმებს და არღვებს იმ ადამიანთა უფლებებს, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ნდობა და კრძალვა ეკლესიისადმი”, – განაცხადა მამა პეტრე კვარაცხელიამ

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშან პრაიდის ჩატარება.

იტვირთბა....