“ხელისუფლება ვერანაირად ვერ აღკვეთს ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას სექსუალური იდენტობის ნიშნით.
ამის მექანიზმი ხელისუფლებას არ აქვს.
შესაბამისად, საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ძალადობისკენ მოწოდება და ძალადობის წინასწარი გამართლება.
ცხადია, ამაში მოულოდნელი არაფერია.
ისედაც ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სუსტის და დაუცველის მტერია და მდიდარს და ძლიერს ემეგობრება მხოლოდ.
ამიტომაც იკლებს ეკლესიის პოპულარობა – ხალხი ბრძენია”
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.