“მე ვფიქრობ, საპატრიარქოს მხრიდან არანაირი ძალადობის მოწოდება არ არის. პირიქით, ძალადობს მეორე მხარე. ნებისმიერი ქცევა, რომელიც გამოიწვევს ხალხის შფოთსა და დაპირისპირებას, უნდა მოერიდონ. როდესაც იცი, რომ შენი ქმედება გამოიწვევს დაპირისპირებას, არ უნდა შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და არ იყო ამის ავტორი. ჩემი აზრით, არ უნდა ჩაატარონ. თუ ადამიანები ცხოვრების ამ წესით ცხოვრობენ და ბედნიერები არიან, ღმერთმა ხელი მოუმართონ და იყვნენ ბედნიერები, ყველა თავის ცხოვრებას განკარგავს. თუმცა, როდესაც შენი საჯარო ქმედებით ამის პოპულარიზაციას უწყობ ხელს და შენი საჯარო ქმედება გამოიწვევს შენი თანამემამულეების დაპირისპირებას, ასეთ ქმედებას უნდა მოერიდო”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას თბილისი პრაიდის ღონისძიებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.
შეგახსენებთ, 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს.