“რესპუბლიკური” პარტიის წევრი თამუნა კორძაია სოციალურ ქსელში “თბილისი პრაიდის” მიერ “ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება.
“გადავიდნენ აგრესიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოს განცხადების ფონზე, ასჯერ მეტი მობილიზაცია გმართებთ პრაიდის მონაწილეთა დასაცავად!!! ბოლოს და ბოლოს ხელისუფლების ღირსების საკითხია – საპატრიარქო თითის ქნევითა და ულტიმატუმით არ უნდა გელაპარაკებოდეთ! #Tbilisipride“, – წერს კორძაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.