ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის” – ბოკერია

რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გრიგორი კარასინის განცხადებების შეფასებისას.

კარასინმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას “დამღუპველი” უწოდა და ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გამოთქვა.

ბოკერიას განმარტებით, რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ვეღარ დაემუქრება. ბოკერიას თქმით, მხოლოდ საქართველოს პროგრესი შეზღუდავს რუსეთს. თუმცა მისივე განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება,რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე თანმიმდევრულად იმოქმედებს.

“როცა კარასინი ან ვინმე რუსთის ფედერაციიდან რამის წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რის წინააღმდეგაც ის არის, არის კარგი საქართველოსთვის. ცნობილი გამოთქმა რომ გადავაკეთოთ: რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს – ეს არის მათი ამოცანა.

ნატოს წინააღმდეგი არიან არა იმიტომ რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ის ნატოს წევრია, ნატოს წევრობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული, ნატოში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, რადგან ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, რომ ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. ამიტომ არის ეს ჩვენთვის კარგი. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

იტვირთბა....