ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჭორაობაში ვერავის ავყვები, მან უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან” – ოხანაშვილი ბესელიაზე

ჭორაობაში ვერავის ავყვები. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელიას განცხადებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის შესახებ.

ოხანაშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება და იმედი აქვს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

“ეს საკითხი არის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანი, ამიტომ ამ ადამიანმაც უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და თვითონვე დაასახელოს. ჭორაობაში ვერავის ავყვები. სამართალდამცავმა ორგანოებმაუნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ნებისმიერი საკითხი, მითუმეტეს, როცა ასეთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, უნდა იყოს გამოძიებული და გაეცეს კითხვებს პასუხი. გამოძიება გრძელდება. რა დროში, რა შედეგს დადებენ, ეს არის კონკრეტული ორგანოს კომპეტენცია. იმედი მაქვს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იტვირთბა....