ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მაისში, საქართველოში საარსებო მინიმუმი, რეკორდულ მაჩვენებლამდე, 190.1 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლამდე, 190.1 ლარამდე გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდა ირიბად ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.

საარსებოს მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია:

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 190.1 ლარი;
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 168.4 ლარი;
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 318.9 ლარი;

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 269.4 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 303.1 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 336.8 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 378.9 ლარი;
ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 448 ლარი.

იტვირთბა....