საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას სამთავრობო ცვლილელებზე გავრცელებუბლ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯერჯერობით, სამთავრობო ცვლილებები არ იქნება.
“ამ ეტაპზე არანაირი სამთავრობო ცვლილება არ იქნება. თუმცა, საბოლოოდ, მას ვერ გამოვრიცხავთ. ამ ეტაპზე კი გამორიცხულია სამთავრობო ცვლილებები”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვონ.