ამერიკელი სამხედროები სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებენ, რომელშიც ირანის ისლამური რევოლუციის სამხედრო კორპუსის წარმომადგენლები ტანკერიდან ხსნიან აუფეთქებელ ნაღმს, ხანძრის გაჩენიდან 8 საათის შემდეგ. აქვე ჩანს ტანკერის გვერდზე მიმაგრებული ნაღმი. ამერიკელები აცხადებენ, რომ ირანი ამით კვალის წაშლას ცდილობდა.
შეგახსენებთ, ომანის ყურეში აფეთქებები მცირე შუალედით მოხდა. შედეგად ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ტანკერებზე რამდენიმე მეზღვაურთან ერთად ერთი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, გემზე მყოფ 50 წლის ქართველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.