ბლუმბერგის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ივანიშვილი 352-ე ადგილს იკავებს.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, 2019 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მოკლე აღწერაში წერია, რომ ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნეულის და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით დააგროვა. ხოლო, აქტივების უმრავლესობა მან 2003-დან 2006 წლამდე გაყიდა, დანარჩენი კი სანამ 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე.
ბლუმბერგის შეფასებით, ივანიშვილს თავისი ქონებით 3.9 მილიონი უნცია ოქროს ან 85.7 მილიონი ბარელი ნავთობის ყიდვა შეეძლებოდა.