ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვეტერანებს მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბენეფიციარებს მომსახურებას გაუწევენ კვალიფიციური თერაპევტი, ნევროლოგი, კარდიოლოგი (კარდიოექოსკოპია, კარდიოგრამა), ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ანგიოქირურგი („დოპლერით“ კვლევა) მამოლოგი, უროლოგი, ზოგადი ქირურგი, ექოსკოპისტი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი.

მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარებს, ასევე, ჩაუტარდებათ რენტგენოლოგიური კვლევა (ექიმის დანიშნულებით).

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 14 ივნისისი 10:00 საათიდან მისამართზე დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12-ე კილომეტრი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

იტვირთბა....