“დიდი მადლობა “ქართულ ოცნებას” ნდობის გამოცხადებისთვის, მათ მომცეს საშუალება, გავაკეთო ჩემს რეგიონში ბევრი სასიკეთო საქმე, სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით ტურისტული სეზონების გახანგრძლივება, აქტიური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ინვესტორების მოზიდვა, მე ვფიქრობ, ის რეგიონი, რომელიც მე ჩამაბარა გუბერნატორმა, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია, ხელფასისთვის არ ვმუშაობ აქ, ჩემი ლტოლვა იყო ყოველთვის ჩემს რეგიონს გამოვდგომოდი, კაბინეტში ჯდომას არც ვაპირებ, ერთ კონცერტში უფრო მეტ ხელფასს ვიღებ, ვიდრე ამ თანამდებობაზე”
შეგახსენებთ,
მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.
ის, სავარაუდოდ, რეგიონში კულტურის, სპორტის, განათლების და თვითმმართველობასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.
ზურა ხაჩიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე
“ტვ პირველის” ეთერი