„ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას და კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული უნდა იყოს ლეგიტიმურ ჩარჩოებში“.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე