ახალი ამბები მთავარი სამართალი

100 000 ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში – ბრეგაძე

საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, ეს ყველას მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული მარშის წარმომადგენელმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის განცხადებით, თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიზანი ფულის შოვნაა.

„აქ არის საუბარი ათეულ ადამიანზე, რომლებიც უცხოელი სპონსორებისგან არიან დავალებული, რომლებიც ელოდებიან მატერიალურ სარგებელს. აქ არის საუბარი მხოლოდ ფულზე და მატერიალურ გამდიდრებაზე. არის სერიოზული და რეალური საშიშროება ყველა ქართველის და მამულიშვილის მოვალეობაა, რომ გააფრთხილოს ყველა მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს;

იტვირთბა....