თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო კომპლექსები (S-400) – უკვე შეიძინა, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც მან თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სიტყვით გამოსვლისას განმარტა, S-400-ებს თურქეთში ივლისში ჩაიტანენ.
„არ ვამბობ, რომ თურქეთი შეიძენსS-400-ს, თურქეთმა ეს შეიარაღება უკვე შეიძინა, დამთავრებული ამბავია.S-400-ებს თურქეთში ივლისში ჩაიტანენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ თურქეთს რუსეთისგან S-400 ტიპის საზენიტო კომპლექსის შეძენის შესახებ შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა და განუცხადა, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, თურქეთს აშშ ავიაგამანადგურებელ F-35-ის წარმოებაში მონაწილეობასა მათ შეძენას აუკრძალავდა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღემდე, ანკარას $1 მლრდ-ზე მეტი აქვს გადახდილი F-35-ებში, დღევანდელ დღემდე.