“საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი. ეს პროექტები საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობას ქმნის და უმოკლეს მარშრუტს აყალიბებს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ფასეულობის ტვირთების ტრანსპორტირებისა და მრავალმილიარდიანი მომხმარებლის ბაზრების დაკავშირების გზით. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის გრძელვადიანი რწმენისთვის, რაც მრავალი პროექტის ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ეს რწმენა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს”
მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი,
ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.