ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50_მდე მუშა მე-3 დღეა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა.
დასაქმებულების თხოვნით, ადგილზე დღეს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ლიდერები ჩავიდნენ.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა და გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფმა, დღეს ერთობლივად დაგეგმეს სამოქმედო ნაბიჯები.
“შპს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. შედეგად მშრომელები მე-3 დღეა გაფიცულები არიან და შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებული აქვთ. პროფკავშირი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება”. – ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში.