ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში აპირებენ.

მათ მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან სანდრა რულოვსიც მივიდა, მისი თქმით ეს ხალხის პეტიცია იქნება.

თემირლან მაჩალიიკაშვილის მკვლელობაზე გვინდა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდა. ამ შენობაში, სადაც პარლამენტია, სამწუხაროდ, დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში. ჩვენ ამ პეტიციით გვინდა იმის დადასტურება, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს და ამ თხოვნით ამაში დავეხმარებით. ვივლით რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში და გვექნება ხალხთან შეხვედრა. ეს იქნება ზოგადი პეტიცია, ხალხის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ ასი ათასობით ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული უნდა იყოს, შეიქმნას საგამოძიებო“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

იტვირთბა....