თბილისში რეგისტრირებული იყო 200 000 ავტომობილი 2012 წელს და დღეს თუ არის მეტი გაჭირვება, უნდა იყოს 200 000-ზე ნაკლები, ხო? დღეს არის 500 000 ავტომობილი რეგისტრირებული. ანუ ორნახევარჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო თბილისში ავტომობილის შეძენა. მარტივად, ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, თუ 200 000 იყო და 5 წლის შემდეგ არის 500 000, ადამიანებს აქვთ მეტი შემოსავალი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ TV პირველის ეთერში ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.