გარეჯის სახალხო დღესასწაულზე დასასწრებლად, გარეჯობა-2019“-ის მონაწილე 50-მდე მხედარი საგარეჯოს ცენტრში შეიკრიბა და სამონასტრო კონპლექსის მიმართებით თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით ცოტა ხნის წინ გაემგზავრა.
აქციის მონაწილეები დანიშნულების ადგილზე ხვალ ჩავლენ, ღონისძიებას საზეიმო ვითარებაში შეუერთდებიან და დოღში მიიღებენ მონაწილეობას .
შეგახსენებთ, რომ ხვალ დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაულია, იგივე მამადავითობა, რომელიც ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს იმართება.
გარეჯობა დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. 2018 წლის 21 მაისს კი სახალხო დღესასწაული ისევ აღდგა.
ფოტო: კახა კუპატაძე