aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-ს ვალების განულების ინიციატივის წართმევის მცდელობა ჰქონდა – ირაკლი კობახიძე განულების დაჩქარების მიზეზებზე 

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ენმ-ს ვალების განულების ინიციატივის წართმევის მცდელობა ჰქონდა, აპირებდნენ, რომ ეს გამოეყენებინათ საკუთარი პროპაგანდისთვის, რომ “აი, ჩვენ მოვუწოდებთ ვალების განულებისკენ და ისინი ამას არ აკეთებენ”, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TVპირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

“კონტექსტი ხომ უნდა გავიხსენოთ? მერე ვესაუბრებოდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და განვიხილეთ ეს საკითხი. წარმოიდგინეთ, არავის არ ახსოვს, იქ რა მოხდა რეალურად ამასთან დაკავშირებით. ვალების განულების პროექტი განიხილებოდა და ამის თაობაზე დააანონსა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვით ადრე, საერთოდ არ იყო მაშინ არჩევნები.

უცბად ნაცმოძრაობის ოფისს მიუვიდა ინფორმაცია, ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ამის დაანონსებას ვაპირებდით პირველი ტურის შემდეგ, კონკრეტულ დღეს, რაც არასწორი ინფორმაცია იყო, თუმცა მათ ეს მიუვიდათ. მეორე დღეს ჩაატარა ბრიფინგი მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლიდერებთან ერთად და გამოაცხადა, აბა, თუ ბიჭები ხართ, ხვალ ვალები გაანულეთო. მეორე დღეს გამოვიდა მამუკა ბახტაძე და თქვა, რომ ბიჭები ვართ და გავანულეთ ვალებიო. მათ რომ ეს განცხადება არ გაეკეთებინათ, მეორე ტურამდე ამის გაკეთებას არ ვაპირებდით. რაც გვითხრა მთავარმა ოპონენტმა, ის გავაკეთეთ მეორე დღეს. ამ შემთხვევაში, დავუჯერეთ, უკვე გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რადგან გამოდიოდა, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ინიციატივის წართმევის მცდელობა ჰქონდათ, აპირებდნენ, რომ ეს გამოეყენებინათ საკუთარი პროპაგანდისთვის, რომ “აი, ჩვენ მოვუწოდებთ ვალების განულებისკენ და ისინი ამას არ აკეთებენ”. ამას მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, შესაბამისად, სამწუხაროა, რომ ამ ნაწილში ასეთი შენიშვნა აიისახა თუნდაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დოკუმენტებში, რეალურად, ამას ჰქონდა თავისი კონტექსტი” – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....