“იქცევიან როგორც საკუთარ სამზარეულოში. მე არ ვლაპარაკობ, რომ ანგელოზი ვარ, შეცდომებს მეც უამრავს ვუშვებ. მაგრამ ამის აღიარების შნო და თავი მაქვს, ბოდიში ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვისაც მომიხდია, თუ ეთიკის საბჭოზეა საუბარი, განიხილონ. თუ პარლამენტში ვართ, პარლამენტის ენაზე ვილაპარაკოთ. თუ ქუჩაში ვართ, ქუჩის ენაზე ვილაპარაკოთ”
დღეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საარჩევნო უბნებზე ოცნების მხარდამჭერი კრიმინალების მობილიზებაზე და მუქარებზე ისაუბრა. ბოკერიამ ურავლესობა მათთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, “კრიმინალურ სამყაროსთან ვალდებულებების აღებას, კრიმინალის ზრდა მოჰყვება”. “ვოლსკი, კოპალიანი, მაღრაძე – კომპარტიის წევრები გყავთ, “რეჟიმზე” ვის უკითხავთ მორალს”,- თქვა მან. შემდგებ საპასუხოდ ზაზა პაპუაშვილი გამოვიდა სიტყვით
ზაზა პაპუაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი
პარლამენტის სხდომა