ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სამზარეულოში, ჭორაობის, ლანძღვის, წყევლის და გინების დონეზე – ზაზა პაპუაშვილი ოპონენტებზე

ოპონენტი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ლანძღვით მიმართვა არ შეიძლება – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. დეპუტატის თქმით, მას დაპირისპირება არავისთან აქვს და შესაბამისად, არც ეთიკის საბჭოსთან აქვს მოთხოვნები.

“მე არავისთან არანაირი დაპირისპირება არ მქონდა. მე ადამიანურ ღირსებას ვიცავ. საუბარი და კამათი ნებისმიერ თემაზე შეიძლება, ასევე ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ამ ფორმით, რაც დღეს იყო ვფიქრობ, რომ იქ რამოდენიმე ადამიანს შეიძლება ცოტა ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს. ასეთი ლანძღვა, ასეთი მიმართვა და სიძულვილის ენა, როდესაც მერე კიდევ პრეტენზია აქვთ, არჩევნებს რატომ აგებენ, წარმოუდგენელია. სიძულვილის, ზიზღის, დამცირების, შეურაცხყოფის ენა და ტყუილია მათი მოგონილია. ბევრი მათგანი ისეთ რამეს კადრულობს, რომ შესაძლოა, ისეთი რაღაც მოხდეს, რომელსაც ადამიანი ვერ გააკონტროლებს. თითოეული ჩვენთაგანი ამ ზღვარს ძალიან უფრთხილდება. ოპონენტი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ლანძღვით მიმართვა არ შეიძლება. ეს ყველაფერი მათი წამოწყებულია. ამაზე პასუხი არ გაეცეს, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სამზარეულოში, ჭორაობის, ლანძღვის, წყევლის და გინების დონეზე” – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგა ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ წევრ გია ვოლსკის შორის. ვოლსკიმ ბოკერიას ყეყეჩი უწოდა, ბოკერიამ კი – „ცეკას“ ინსტრუქტორი .

იტვირთბა....