ახალი ამბები ბანკები ბიზნესი კრიმინალი მთავარი

ფრთხილად! – ინტერნეტში ბანკების ყალბი საიტებით მომხმარებელს ფულს ისევ პარავენ

ინტერნეტ-სივრცეში ისევ გაჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც ძალიან ჰგავს მსხვილი ბანკების რეალურ საიტებს. თაღლითური ჯგუფები ისევ ცდილობენ ისარგებლონ მოქალაქეების საბანკო მონაცემებით.

თაღლითური სქემა შემდეგნაირად მუშაობს: იქმნება ე.წ. ფიშინგ-საიტები (ყალბი ანალოგიური საიტები), რომელიც ძალიან ჰგავს რომელიმე მსხვილი ბანკის დიზაინს. მოტყუებული მომხმარებელი, რომელიც შედის აღნიშნულ საიტზე, შეჰყავს საკუთარი მონაცემები, რითაც სარგებლობენ თაღლითები, იპოვებენ მომხმარებლის მონაცემებს და უკვე ბანკის რეალურ საიტზე სარგებლობენ მათი მონაცემებით, რიცხავენ თანხებს და იყენებენ მოქალაქეების ბიუჯეტს პირადი სარგებლობის მიზნით.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მუშაობს “საქართველოს ბანკის” ანალოგი ყალბი საიტი, რომლიდანაც ხდება მომხმარებლების მოტყუება და მისი მონაცემების მოპარვა შემდგომში მათი თანხების დაუფლების მიზნით.

იხილეთ ყალბი საიტის ფოტო, რომელიც “საქართველოს ბანკის” რეალურ საიტს ჰგავს:

აღსანიშნავია, რომ იგივე 2 ყალბი საიტი შექმნილი იყო “თიბისი ბანკისთვისაც” თუმცა ამ მომენტისათვის, როგორც ჩანს, ბანკის ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა მისი ბლოკირება.

ჩვენ დავუკავშირდით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს, დავით შჩოლკას, რომელიც მომხმარებელს რჩევებს აძლევს:

“ბანკის საიტზე შესვლისას, პირველ რიგში გადაამოწმეთ მისამართი და დარწმუნდით, რომ ეს არის ბანკის ორიგინალი ვებ-გვერდი. ვებ-მისამართის წინ არის სპეციალური დამცავი სერთიფიკატის მანიშნებელი, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს მისამართი ნამდვილად არის რეალური ორგანიზაციის. შეგვიძლია მასზე დაჭერით მივიღოთ სრული ინფორმაცია, ვებ-მისამართის ნამდვილი მფლობელის შესახებ” – აცხადებს დავით შჩოლკა.

 

“მეტრონომი” ადრე წერდა, რომ შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა, სადაც დაკავებულები „საქართველოს ბანკისა“ და „TBC ბანკის“ მსგავსი ვებგვერდების მეშვეობით თანხებს მოტყუებით ბრალდებულები იყვნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ.

 

 

იტვირთბა....