ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია

პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე  ლონდა თოლორაიას კანდიდატურას, 82 ხმით 21 წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი.

მისმა კონკურენტმა ვალერი ლომუაშვილმა 7 ხმის მოგროვება შეძლო.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ლ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

ლონდა თოლორაია უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

იტვირთბა....