გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მაისში, ლისის ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. კვლევების შედეგების მიხედვით, ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია.
დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მათი განცხადებით, სულფატებისა და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.
სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ყოველთვიური კვლევების შედეგები სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის განთავსებული.