მთავარი ციტატა

“ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გრიგოლ კაკაურიძეს თავზე ხელი აეღო” – ქობულია

„ჩემი მინისტრობის პერიოდში გრიგოლ კაკაურიძეს ვიცნობდი, როგორც დიდ პროფესიონალს, წესიერ ადამიანს, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ადამიანს თავზე ხელი აეღო. კაკაურიძისა და მინისტრს შორის მოადგილე დგას. პარლამენტში გავიგე , ვუსმინე კომენტარს, ამ მოადგილესთან ჰქონდა შეთანხმებული. ეს არის სენსიტიური საკითხი, მაგრამ, მგონია, რომ რადგან ეს ბრძანება გაიცა, გასაკვირი იყო ამ ბრძანების გაუქმება, ვინაიდან ეს ბრძანება, რეალურად, არაფერს ცვლის. მიჭირს, ლოგიკურად ავაწყო, საერთოდ, რა საჭირო იყო პოლიტიკური მიზნებისთვისაც კი ამ ბრძანების გაუქმება. ამ საკითხის ასე პოლიტიზირება ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ამან მმართველ ძალას უფრო მეტი ნეგატიური შედეგი მოუტანა, ვიდრე პოზიტიური”

ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ კაკაურიძის მიერ გამოცემულ და შემდეგ უკვე გაუქმებულ ბრძანებაზე საუბარი.

გიორგი ქობულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
“პალიტრანიუსის” ეთერი

იტვირთბა....