„ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ბიზნესი. ასევე მოვუყევით ახალი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, რას ვგეგმავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ადგილობრივი ქართული წარმოების ხელშეწყობისთვის. ასეთი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ”
ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ბიზნესგაერთიანების „ქალები მომავლისთვის“ წევრებთან შეხვედრისას საუბარი, რომლებიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ.