“ზოგადად, ყოველთვის გვაქვს აქცენტი იმაზე, რომ ჩვენს პარტიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, სჭირდება განახლება და ახალი სახეები. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჯერ კონკრეტულად ვერაფერზე ვერ ვისაუბრებ, ბუნებრივია, როცა დადგება ამის დრო, ჩვენ ამაზე განცხადებებს გავაკეთებთ. თუმცა ფაქტი არის, რომ წინსვლისთვის, უფრო მეტი სიახლისთვის და მეტი რეფორმებისთვის, ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება, რომ ავიდეთ მოწოდების სიმაღლეზე”
სოფიო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.