ჩვენ, პრინციპში, რეგულაციებით ავკრძალეთ სესხების გაცემა ბანკების მხრიდან, რადგან ვებრძოდით იმას, რომ არ ყოფილიყო სესხები გაცემული. ბევრი ტრანზაქცია არ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, თქვენ ამას როგორ აკონტროლებთ? არის ძალიან ბევრი თანხა, რომელიც შედის და რეგისტრირდება უკვე საჯარო რეესტრში, თქვენ მოცულობას ვერ ხედავთ სესხებისას. იპოთეკური სესხებით თუ ყიდულობდა ბინას 80%, დამერწმუნეთ არავის გასჩენია შემოსავალი, რომ იპოთეკური სესხის გარეშე ეყიდოს ბინა. რადგანაც ბინების გასხვისების ტრანზაქციები არ მცირდება, ე.ი. ამან სადღაც გადაინაცვალა. როგორ იცავთ იმ მომხმარებელს, რომელიც არ ჩანს?
დავით ჭიჭინაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა.