“მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით, არსებული ფორმატი შედეგს არ იძლევა – ლევან მურუსიძეს თვალებში ირაკლი კობახიძემ უყუროს. როგორც თავიდანვე განვაცხადე, ეს ფორმატი არის წყლის ნაყვა, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში სერიოზული ცვლილებების შედეგს არ იძლევა. ეს არის ირაკლი კობახიძის მცდელობა, საზოგადოება ლევან მურუსიძესთან დიალოგში დასვას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ცვლილებებს, მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვაპირებთ ჩვენი პოზიციები სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, მათ შორის, თავმჯდომარეებთან და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით, წარვადგინოთ პარლამენტში. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტში მოიძებნება დეპუტატთა ჯგუფები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამ ინიციატივებს მხარი დაუჭირონ“.
ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
წყარო – “ინტერპრესნიუსი”